მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა, მადრიდის რეალის წინაშე არსებულ წნეხზე ისაუბრა. თუ მადრიდელები ხვალ გამოეთიშებიან ასპარეზობას, ისინი სეზონს ყოველგვარი ტიტულის გარეშე დაასრულებენ.
ნოიერი აღიარებს, რომ რეალისთვის ეს მდგომარეობა სახიფათოა:
„ჩვენ ვიცით ეს გრძნობა, როცა სეზონს ტიტულის გარეშე ასრულებ. ეს რთულია, განსაკუთრებით ისეთი კლუბისთვის, როგორიც რეალია. ჩვენ ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ. როცა კედელთან მიმწყვდეული ხარ, შეგიძლია მთები გადადგა, მაგრამ არ მინდა ზედმეტად მათ ადგილზე წარმოვიდგინო თავი.“
კაპიტანი ხაზს უსვამს ბაიერნის უპირატესობას და გუნდის ამჟამინდელ ფორმას:
„მირჩევნია ჩვენს გუნდზე ვფოკუსირდე. ჩვენ კარგ სვლაზე ვართ, ყველაფერი რიგზეა, ყველა ტურნირზე ვრჩებით და საკუთარ ბედს თავად ვაკონტროლებთ. ეს ის სიტუაციაა, სადაც საჭესთან ჩვენ ვართ.“