ალიანც არენაზე ბრძოლა იქნება - კომპანიმ რეალის სუსტი წერტილები იცის!

ალიანც არენაზე ბრძოლა იქნება - კომპანიმ რეალის სუსტი წერტილები იცის!

ხვალ ალიანც არენაზე დიდი ბრძოლაა. მადრიდის რეალის ბანაკში დარწმუნებულები არიან, რომ ერთბურთიანი დეფიციტის აღმოფხვრას და „რემონტადას“ მოწყობას შეძლებენ. ვინსენტ კომპანიმ ამ თემაზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა:


„ეჭვგარეშეა, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ რეალს. ვემზადებით მათი საუკეთესო ვერსიისთვის, რომელიც მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ ვიხილეთ. მათი ბოლო შედეგები არ ასახავს იმ ტალანტს, რაც მათ გააჩნიათ — ისინი კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოები არიან ევროპაში.“


ბელგიელმა სპეციალისტმა შეახსენა ყველას, რომ საოცრებების მოხდენა მხოლოდ მადრიდელების პრივილეგია არ არის:


„ყველას შეუძლია მოყვეს ისტორია, როცა რაღაც წარმოუდგენელი გააკეთა — ბარსელონას, ატლეტიკოს, ლივერპულს, არსენალს და რა თქმა უნდა, ჩვენც! როცა ინტერთან წავაგეთ და მილანში წავედით, 100 პროცენტით დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოვიგებდით. რეალიც ახლა ასე გრძნობს თავს.“


კომპანიმ ხაზი გაუსვა, რომ ბაიერნმა იცის მეტოქის სუსტი წერტილები:


„ჩვენ ვიცით, როგორ ვატკინოთ მათ. მტკიცედ მწამს, რომ მოგება შეგვიძლია. სხვა დანარჩენზე მატჩის შემდეგ ვისაუბროთ, მანამდე კი ამისთვის ადგილს არ ვტოვებ.“


14-04-2026, 19:26
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2