მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა, რეალთან მატჩის წინ საკუთარი ემოციები გააზიარა. მისი თქმით, დღევანდელი საღამო ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იქნება.
ჰაინერმა ხაზი გაუსვა მატჩის გლობალურ მნიშვნელობას:
"ეს ნამდვილად ამაღელვებელი თამაში იქნება. მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს — ტრანსლაცია 200-ზე მეტ ქვეყანაში გადაიცემა. ასეთ სანახაობას ყოველდღე ვერ შეხვდებით."
მიუხედავად გამოცდილებისა, პრეზიდენტი აღიარებს, რომ დაძაბულობა დიდია:
"რა თქმა უნდა, ცოტათი ვნერვიულობ კიდეც. გულშემატკივრებმა მადრიდშიც წარმოუდგენელი მხარდაჭერა გამოგვიცხადეს, დღეს კი ისინი ჩვენი მე-12 მოთამაშე იქნებიან."