კომპანი: "ჩვენი დრო დადგა - ბიჭებმა გამარჯვება დაიმსახურეს!"

კომპანი: "ჩვენი დრო დადგა - ბიჭებმა გამარჯვება დაიმსახურეს!"

რეალთან მატჩის შემდეგ ვინსენტ კომპანიმ გუნდის მენტალურ ძალასა და გულშემატკივრების როლზე გაამახვილა ყურადღება. ბელგიელი სპეციალისტი კმაყოფილია იმით, თუ როგორ გაართვა თავი გუნდმა რეალის საფრთხეებს.


კომპანიმ აღნიშნა, რომ გუნდმა რთულ მომენტებში ცივი გონება შეინარჩუნა:


"ძალიან ემოციური მატჩი იყო. ბურთს ხშირად ვფლობდით და ყოველთვის გვქონდა განცდა, რომ გატანა შეგვეძლო. თუმცა, რეალი მაინც რეალია - მათ ძალიან სწრაფი მოთამაშეები ჰყავთ და ყოველთვის საფრთხეს ქმნიან. ბიჭები დღეს მენტალურად ძლიერები იყვნენ, რათა წარუმატებელი მომენტების შემდეგ თამაშში დაბრუნებულიყვნენ."


მწვრთნელმა მადლობა გადაუხადა ალიანც არენას, რომელმაც გუნდს დამატებითი ენერგია მისცა:


"ფანები ძალიან დაგვეხმარნენ. სიმშვიდე შევინარჩუნეთ, რადგან ვიცოდით, რომ ჩვენი მომენტი აუცილებლად დადგებოდა. ბიჭებმა ეს გამარჯვება ნამდვილად დაიმსახურეს."


იყო თუ არა ეს სამწვრთნელო კარიერის ყველაზე დიდი მატჩი? ამ კითხვაზე კომპანიმ მოკლე და ამბიციური პასუხი გასცა:


"დიახ, თუმცა შემდეგი მატჩი იქნება ყველაზე დიდი. ჩვენ ვაგრძელებთ სვლას!"


16-04-2026, 01:47
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2