მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა, რეალთან გამართული დრამატული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მან აღიარა საკუთარი შეცდომა, თუმცა ხაზი გაუსვა გუნდის ერთიანობას.
ნოიერი თამაშით აღფრთოვანებულია:
"ეს იყო ჩემპიონთა ლიგის დიდი ღამე - ჩვენთვის, ფეხბურთელებისთვის, ფანებისთვის და ნეიტრალური მაყურებლისთვისაც. გაშვებული გოლების შემდეგ სიმშვიდე შევინარჩუნეთ და თამაშში დავრჩით. ველოდით ჩვენს შანსს და საბოლოოდ ანგარიში ჯერ 3:3, შემდეგ კი 4:3 გავხადეთ. ვფიქრობ, ეს გამარჯვება დავიმსახურეთ."
კაპიტანმა გულწრფელად განმარტა ეპიზოდი, სადაც არდა გიულერმა გაიტანა:
"სინამდვილეში ბურთის გადაწოდება სტანიშიჩისთვის მინდოდა, მაგრამ კარგად ვერ დავარტყი. გიულერმა ძალიან კარგად ითამაშა და ერთი შეხებით დაარტყა. მოგვიანებით, საჯარიმო დარტყმის დროსაც ვნახეთ, რომ მას ძალიან კარგი მარცხენა ფეხი აქვს."