მიუნხენში განცდილი მარცხის შემდეგ, რეალის ბანაკში მთავარი განხილვის თემა კამავინგას წითელი ბარათი და მსაჯის გადაწყვეტილებებია. მადრიდელები მიიჩნევენ, რომ არბიტრმა თამაშის ბედზე პირდაპირი გავლენა იქონია.
ვინ რა თქვა მატჩის შემდეგ:
კარვახალი: "ეს შენი ბრალია! ეს შენი **** ბრალია!" (პირდაპირ მსაჯს).
ბელინგემი: "ამ ეპიზოდში წითელი ბარათის ჩვენება შეუძლებელია, ეს უბრალოდ ხუმრობაა."
ლუნინი: "ზედმეტად გადაჭარბებული იყო."
მილიტაო: "ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად უსამართლო იყო."
რუდიგერი: "მირჩევნია, არაფერი ვთქვა..."
მიუნხენელებმა მეტოქე არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მენტალურადაც გატეხეს - "სამეფო კლუბი" ევროთასებს სკანდალით ემშვიდობება.