ნახევარფინალში გასვლის მიუხედავად, ბაიერნისთვის მთავარი დანაკლისი ვინსენტ კომპანის დისკვალიფიკაციაა, რის გამოც იგი პარკ დე პრენსზე სათადარიგოთა სკამზე ვერ იქნება. კლუბში ამ საკითხს დრამატულად არ აღიქვამენ და სრულ ნდობას სამწვრთნელო შტაბს უცხადებენ.
ბელგიელს შტაბში მკაცრი იერარქია არ აქვს და მისი ოთხივე ასისტენტი თანაბარი უფლებებით სარგებლობს, თუმცა ფავორიტი უკვე გამოიკვეთა. ყველაზე დიდი შანსია, პარიზში გუნდს მითითებები აარონ დანქსმა მისცეს.
ვინსენტ კომპანი: „უახლოეს დღეებში ჩამოვყალიბდებით, რომელი ასისტენტი შემცვლის ოფიციალურად. საერთოდ არ ვნერვიულობ - თამაშის ბედს მოედანზე ფეხბურთელები წყვეტენ.“
მანუელ ნოიერი: „ეს არის ერთ-ერთი იმ სიტუაციათაგანი, რომელიც ჩვენზე, მოედანზე მყოფ ფეხბურთელებზე, გავლენას არ ახდენს.“
ჯონათან ტა: „რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ის მოედნის კიდეზე იყოს, მაგრამ კომპანი ენდობა თავის შტაბს. ის მაინც შეძლებს ჩვენს მომზადებას მატჩამდე. უკვე დავამტკიცეთ, რომ რთულ სიტუაციებთან გამკლავება შეგვიძლია.“