ჰიონესი მუსიალას ტრავმაზე: "ეს იყო დონარუმას მხრიდან ჩადენილი სიგიჟე!"

ჰიონესი მუსიალას ტრავმაზე: "ეს იყო დონარუმას მხრიდან ჩადენილი სიგიჟე!"

ჰიონესის თქმით, ტრავმა, რომელიც მუსიალამ პსჟ-ს მეკარესთან შეჯახებისას მიიღო, ერთ-ერთი ყველაზე მძიმეა, რაც კი ფეხბურთელმა შეიძლება მიიღოს.


ჰიონესმა არ დაინდო იტალიელი მეკარე და მის ქმედებას „ბრუტალური“ უწოდა:


„როდესაც ვნახე დონარუმას მხრიდან ის სასტიკი ჯარიმა - ის ვერ იტყვის, რომ ეს განზრახ არ გაუკეთებია. ეს იყო აბსოლუტური სიგიჟე, როცა თავისი 110 კილოგრამით ასე შევარდა საჯარიმოს კიდესთან. მუსიალას სახსარი ბუდიდან ამოვარდა.“


ულიმ მადლობა გადაუხადა კლუბის ექიმს, იოხენ ჰანეს, რომელმაც უმძიმესი დაზიანება იქვე, მინდორზევე მოაგვარა:


„ჩვენმა ექიმმა სახსარი პირდაპირ მოედანზევე ჩასვა თავის ადგილზე. ეს ძალიან რთული ტრავმაა, სწორედ ამიტომ იწელება აღდგენითი პროცესი ასე დიდხანს. ახლა მხოლოდ ის უნდა ვიმედოვნოთ, რომ ხრტილი აღდგება და ჯამალს ტკივილები აღარ შეაწუხებს.“


ამ განცხადებით ნათელი ხდება, რომ მუსიალას არყოფნა მხოლოდ სიფრთხილე არ არის - ფეხბურთელი გადაურჩა კარიერისთვის საბედისწერო დაზიანებას, რაშიც ჰიონესი დონარუმას პირდაპირ ადანაშაულებს.


17-04-2026, 20:42
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2