ფროინდის პასუხი უეფა-ს სანქციებზე: რას ელოდებიან ბაიერნში?

ფროინდის პასუხი უეფა-ს სანქციებზე: რას ელოდებიან ბაიერნში?

ბაიერნის სპორტული დირექტორი, კრისტოფ ფროინდი, რეალთან მატჩის შემდეგ მომხდარ ინციდენტებს გამოეხმაურა. კლუბის ხელმძღვანელობა მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს, თუმცა ოპტიმისტურად არის განწყობილი სანქციებთან დაკავშირებით.


ფროინდის თქმით, თამაშის დასასრულს კონტროლის შენარჩუნება რთული აღმოჩნდა:


„მატჩის ბოლოს ბევრი ემოცია და ქაოსი იყო. ძალიან ვწუხვართ, რომ ჟურნალისტები დაშავდნენ. ჩვენ კავშირზე ვართ მათთან და შესაბამის ორგანოებთან. ეს იყო ძალიან ემოციური ღამე და მოვლენების არაორდინალური განვითარება, თუმცა მსგავსი რამ არ უნდა ხდებოდეს.“


მიუხედავად უეფა-ს გამოძიებისა, ფროინდი იმედოვნებს, რომ გუნდი დასჯას გადაურჩება:


„ჩვენი სტადიონი უსაფრთხოებისა და იმ ატმოსფეროს სიმბოლოა, სადაც ყველა კომფორტულად გრძნობს თავს. ჩვენ არ ვნერვიულობთ და ველოდებით, რომ შემდეგ მატჩს ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ.“


შეგახსენებთ, რომ უეფა ბაიერნს ოთხ სხვადასხვა დარღვევას, მათ შორის მოედანზე მაყურებელთა შეჭრასა და საგნის სროლას ედავება.


18-04-2026, 20:09
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2