მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, თომას მიულერმა ყოფილ მთავარ მწვრთნელთან, ნიკო კოვაჩთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
"მე არ მაქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით, რომ მწვრთნელი ახორციელებს როტაციას. ეს მისი გადაწყვეტილებაა და ამას აკეთებს გამარჯვებისთვის."
"თუმცა, ჩემთვის უცნაურია, რომ ექვსი კვირის განმავლობაში სასტარტო შემადგენლობაში ვერ ვხვდებოდი. ზოგიერთი მოთამაშე უკვე გადაღლილი იყო, მე კი მოუთმენლად ველოდებოდი თამაშს, მაგრამ, მაინც ვერ ვხვდებოდი ძირითადში."
"არ ვამბობ, რომ ჩვენს შორის ცუდი ურთიერთობა იყო. პირიქით, ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა, რომელიც ახლაც გრძელდება. თუმცა, სპორტული კუთხით ჩვენი ხედვები სრულიად განსხვავებული იყო." - აცხადებს მიულერი.