მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური მცველის, კიმ მინ-ჯეს გარშემო სატრანსფერო ციებ-ცხელება იწყება. როგორც ირკვევა, ფეხბურთელის წარმომადგენლები უკვე განიხილავენ სხვადასხვა ვარიანტებს, მათ შორის თურქეთის ჩემპიონატში დაბრუნებას.
თურქი ჟურნალისტის ინფორმაციით, კიმის აგენტმა მასთან პირად საუბარში დაადასტურა, რომ კონტაქტი რამდენიმე კლუბთან უკვე შედგა:
„ამჟამად წასვლას არაფერი გვაიძულებს, ბაიერნთან დაკავშირებით სიტუაცია ჯერ ბოლომდე გარკვეული არ არის, თუმცა ჩვენს ვარიანტებს ვიკვლევთ. შემიძლია ვთქვა, რომ არა მხოლოდ ფენერბაჰჩე, არამედ ბეშიქთაში და გალათასარაიც დაგვიკავშირდნენ. თუ სიტუაციის შეფასება მოგვიწევს, ფენერბაჰჩე იქნება პირველი ვარიანტი, რომელსაც უპირატესობას მივანიჭებთ“