მიუნხენის ბაიერნი დღეს შესაძლოა ოფიციალურად გახდეს გერმანიის ჩემპიონი, თუმცა კლუბმა გადაწყვიტა, ტრადიციული საჩემპიონო რიტუალები დროებით გადადოს.
მატჩის დასრულების შემდეგ, ფეხბურთელები მხოლოდ სპეციალურად ამ დღისთვის დამზადებულ საჩემპიონო მაისურებს მოირგებენ და ოჯახის წევრებთან ერთად მოკლე ვახშამით შემოიფარგლებიან.
ასეთი თავშეკავების მიზეზი მარტივია - სრული კონცენტრაცია ოთხშაბათზე. ბაიერნს წინ გერმანიის თასის უმნიშვნელოვანესი ნახევარფინალი ელის ლევერკუზენის წინააღმდეგ.
მიუნხენში თვლიან, რომ ნამდვილი ზეიმის დრო მხოლოდ მაშინ დადგება, როცა ყველა დასახული მიზანი მიღწეული იქნება.