კომპანი: "ჩემპიონობით უნდა ვისიამოვნოთ, მაგრამ სეზონი არ დასრულებულა.."

კომპანი: "ჩემპიონობით უნდა ვისიამოვნოთ, მაგრამ სეზონი არ დასრულებულა.."

მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონობის განაღდების შემდეგ პირველი ემოციები გააზიარა. კომპანიმ ხაზი გაუსვა, რომ ტიტულის მიღმა დიდი შრომა დგას, თუმცა გუნდს წინ კიდევ უფრო დიდი გამოწვევები ელის.


„შესანიშნავი შეგრძნებაა. ჩემთვის ყოველი ტიტული პირველი ტიტულივითაა. ჩვენ უნდა ვისიამოვნოთ ამ მომენტებით, რადგან მათ მიღმა ბევრი შრომა დგას - არა მხოლოდ ამ სეზონის, არამედ წლების განმავლობაში გაწეული ძალისხმევა. ასე რომ, როცა ეს ხდება, სიამოვნება უნდა მივიღოთ.“


მიუხედავად წარმატებისა, მწვრთნელი ფეხბურთელებს კონცენტრაციისკენ მოუწოდებს:


"სეზონი ჯერ არ დასრულებულა. ჯერ კიდევ არის მოსაგები ტურნირები. ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ გველოდება - ისინი მოქმედი ჩემპიონები არიან და ეს ალბათ ყველაზე რთული გამოწვევაა. თუმცა, მანამდე ლევერკუზენთან მატჩი გვაქვს."


19-04-2026, 22:05
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2