იოზუა კიმიხი, სერჟ გნაბრის მძიმე ტრავმას გამოეხმაურა. გუნდის ვიცე-კაპიტანმა აღნიშნა, რომ გნაბრის არყოფნა ბავარიელებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება სეზონის გადამწყვეტ ფაზაში.
კიმიხის თქმით, გნაბრი გუნდისთვის არა მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით, არამედ პიროვნულადაც შეუცვლელია:
"სერჟი საშინლად დაგვაკლდება — გასახდელშიც და მოედანზეც. ეს მართლაც ძალიან, ძალიან დიდი დანაკლისია, როგორც ფეხბურთელის, ისე პიროვნების მხრივ. ეს ტრავმა დიდ ტკივილს მოგვაყენებს, მაგრამ იმედი მაქვს, როგორმე შევძლებთ მის კომპენსირებას."