მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრებისთვის ნანატრი დღე ცნობილია. ბუნდესლიგის 35-ე ტიტულის აღსანიშნავად, გუნდი ტრადიციულ საზეიმო შეხვედრას მარიენპლატცზე, კვირას, 17 მაისს გამართავს.
ზეიმი ჩაინიშნა სეზონის ბოლო ტურის მომდევნო დღეს - ბაიერნი ბუნდესლიგის დასკვნით მატჩს 16 მაისს, კიოლნის წინააღმდეგ გამართავს, სადაც ოფიციალურად გადაეცემათ საჩემპიონო თასი. სწორედ ამის შემდეგ, კვირა დღეს, ფეხბურთელები მერიის აივნიდან ქომაგებს ტიტულს წარუდგენენ.
კლუბში იმედოვნებენ, რომ ეს არ იქნება ერთადერთი დღესასწაული ამ სეზონში. თუ მიუნხენელები გერმანიის თასსა ან ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ, სავარაუდოდ, კიდევ ერთი მასშტაბური საზეიმო ღონისძიება დაიგეგმება.
ამ დროისთვის მთელი ყურადღება დარჩენილი ფინალებისკენ არის მიმართული, რათა 17 მაისს მარიენპლატცზე გუნდი არა ერთი, არამედ რამდენიმე თასით წარსდგეს!