მიუნხენის ბაიერნმა მომავალი ზაფხულის სატრანსფერო პრიორიტეტები განსაზღვრა. კლუბი რამდენიმე პოზიციის გაძლიერებას გეგმავს, რათა მომავალ სეზონში გუნდი კიდევ უფრო დაბალანსებული იყოს.
მთავარი სამიზნეები:
• მარცხენა ვინგერი: კლუბის აბსოლუტური პრიორიტეტი ენტონი გორდონია. ბაიერნი ყველაფერს გააკეთებს მის გადმოსაბირებლად, თუმცა თუ ტრანსფერი არ გამოვა, ხელმძღვანელობას სარეზერვო ვარიანტებიც მომზადებული აქვს.
• მარჯვენა მცველი: ამ პოზიციაზე ერთ-ერთ ვარიანტად ჟივაირო რიდი განიხილება, თუმცა ამ ეტაპზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში არ არის.
• თავდამსხმელი: კლუბი ახალ ფორვარდს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიმატებს, თუ ბაზარზე განსაკუთრებული და ხელსაყრელი შესაძლებლობა გამოჩნდება.
• ნახევარდაცვა: იმ შემთხვევაში, თუ ლეონ გორეცკა გუნდს დატოვებს, მის პირდაპირ შემცვლელად ბაიერნი მხოლოდ კენეტ ეიხორნს განიხილავს - ის კლუბისთვის ამ პოზიციაზე ნომერ პირველი სამიზნეა.