კროოსის გაფრთხილება: რა უნდა შეცვალოს ბაიერნმა პარიზში მოსაგებად?

კროოსის გაფრთხილება: რა უნდა შეცვალოს ბაიერნმა პარიზში მოსაგებად?

ტონი კროოსმა, ჩემპიონთა ლიგის მომავალ ნახევარფინალზე ისაუბრა. კროოსი მიუნხენელებს აფრთხილებს, რომ პარიზული გრანდი შეცდომებს არ აპატიებს.

გერმანელი ლეგენდის აზრით, ბაიერნის თამაშის სტილი საკმაოდ სარისკოა:

„ვფიქრობ, ბაიერნს დაცვაში ცოტა უკეთ თამაში მოუწევს, ვიდრე ეს რეალის წინააღმდეგ გააკეთეს. ვფიქრობ, პარიზი შეიძლება უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე რეალი. ორივე მატჩში ბაიერნი დიდი რისკის ფასად იცავდა თავს, რის გამოც რეალს მათი დასჯა მეორე შეხვედრაში უფრო მეტადაც შეეძლო.“

„თუ გარკვეულ დეტალებს დახვეწენ, ბაიერნს კარგი შანსი ექნება. ჩემთვის ეს 50/50-ზე წყვილია. პარიზი მოქმედი ჩემპიონია, თუმცა მიმდინარე ფორმის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ბაიერნი და პსჟ დღეს მსოფლიოს ორი საუკეთესო გუნდია.“


21-04-2026, 15:02
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2