კაფუ: "ბაიერნი დღეს მსოფლიო ფეხბურთის ეტალონია, მათი თამაში ხელოვნებაა"

კაფუ: "ბაიერნი დღეს მსოფლიო ფეხბურთის ეტალონია, მათი თამაში ხელოვნებაა"

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მარჯვენა მცველმა, კაფუმ, ბაიერნის მიერ ბოლო დროს ნაჩვენები ფეხბურთი შეაფასა. ბრაზილიელი ლეგენდის აზრით, მიუნხენელები დღეს ისეთ თამაშს აჩვენებენ, რომელიც დანარჩენი მსოფლიოსთვის მისაბაძია.


„დღესდღეობით ბაიერნი მთელი მსოფლიოსთვის ფეხბურთის ხელოვნების ნიმუშია. მათი თამაშის ყურება საოცრებაა, რაც ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩებსა და ბუნდესლიგაშიც ნათლად გამოჩნდა. ის სტილი, რომლითაც ახლა ბაიერნი თამაშობს, სწორედ ის ფეხბურთია, რომელიც მსოფლიოში ყველას სურს.“


ბრაზილიელი ხაზს უსვამს მიუნხენელთა მენტალიტეტს:


„ისინი ყოველთვის უტევენ და არცერთი მეტოქის არ ეშინიათ. მათ იციან, რომ გოლიც რომ გაუშვან, თავად ბევრად მეტს გაიტანენ.“


21-04-2026, 18:36
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2