უეფას სადისციპლინო კომიტეტმა მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მიზეზი ჩემპიონთა ლიგაზე, რეალის წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაფიქსირებული დარღვევებია.
საერთო ჯამში, ბაიერნს საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა მოუწევს:
€40,000 — შიდა პერიმეტრის რეგულაციების დარღვევისთვის.
€14,000 — საზოგადოებრივი გასასვლელების ბლოკირებისთვის.
€5,625 — მოედანზე საგნების სროლისთვის.
ყველაზე მეტად გულშემატკივრებს ფანების დასჯა და ტრიბუნების დაკეტვა აშინებდათ, თუმცა ამ ეტაპზე უეფამ ფანების ბლოკირებისგან თავი შეიკავა. კლუბი მხოლოდ ფულადი ჯარიმით შემოიფარგლა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო საშინაო მატჩებზე ალიანც არენა სრულად შეივსება.