მიუნხენის ბაიერნში სამეკარეო ხაზთან დაკავშირებით დიდი გეგმები იწყობა. მიუხედავად იმისა, რომ მანუელ ნოიერს თავისი საბოლოო სიტყვა ხელმძღვანელობისთვის ჯერ არ უთქვამს, კლუბში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და სჯერათ, რომ კაპიტანი კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებს.
თუ ნოიერი დარჩება, მომავალი სეზონისთვის იერარქია უკვე გაწერილია და ის საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება:
მანუელ ნოიერი (#1): ის კვლავ დარჩება მთავარ მეკარედ და გუნდის ლიდერად.
იონას ურბიგი (#2): ნოიერის პოტენციური მემკვიდრე. გეგმის მიხედვით, ურბიგს მომავალ სეზონში გაცილებით მეტი სათამაშო დრო მიეცემა, რათა ნელ-ნელა ძირითად შემადგენლობას შეეჩვიოს.
სვენ ულრაიხი (#3): გამოცდილი მეკარე მესამე ნომრის პოზიციაზე გადაინაცვლებს.
ლეონარდ პრესკოტი (#4): 16 წლის ტალანტი, რომელმაც წელს უკვე მიიპყრო კომპანის ყურადღება, გუნდში მეოთხე მეკარის სტატუსით იქნება.
კლუბში სურთ, რომ ნოიერი ურბიგისთვის ერთგვარი მენტორი გახდეს, სანამ ის სრულფასოვნად გადაიბარებს მიუნხენურ კარს.