მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა ვარსკვლავის, ლენარტ კარლის რეაბილიტაციის პროცესი ფინალურ ეტაპზეა. დღეს ფეხბურთელმა ინდივიდუალური ვარჯიში გამართა, რომელიც მოკლე და გრძელ სპრინტებს, დრიბლინგსა და პასის ელემენტებს მოიცავდა.
კარლი მოედანზე შესანიშნავად გამოიყურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ხვალ მაინცთან მატჩში გუნდს ვერ დაეხმარება, მისი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაა.
ლენარტს დიდი იმედი აქვს, რომ მწყობრში ჩადგება და სამშაბათს, პსჟ-ს წინააღმდეგ გასამართ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში განაცხადში მოხვდება.