ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ პარიზული კლუბიდან საგანგაშო ცნობები ვრცელდება. როგორც ჩანს, ლუის ენრიკეს სამშაბათს ბაიერნის წინააღმდეგ სრული შემადგენლობა ეყოლება.
ყველაზე მეტად პარიზელებს პორტუგალიელი ნახევარმცველის, ვიტინიას მდგომარეობა აწუხებდათ, რომელსაც ქუსლის ტრავმა ჰქონდა. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, ის ხვალ უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშებს და მიუნხენელებთან მატჩისთვის მზად იქნება.
ეს ნიშნავს, რომ პსჟ-ს არცერთი სერიოზული დანაკლისი არ აქვს და მოედანზე უძლიერესი თერთმეტეულით გამოვა.