ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის წინ, პსჟ-ს ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მომავალ მატჩსა და ბაიერნის ფორმაზე ისაუბრა. ხვიჩა აღიარებს მეტოქის ძალას, თუმცა საკუთარი გუნდის შესაძლებლობებში დარწმუნებულია.
„რთული თამაში იქნება, რადგან ბაიერნი ახლა საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ ჩვენ პსჟ ვართ. ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. მოედანზე მაქსიმუმს გავაკეთებთ.“ - განაცხადა კვარაცხელიამ.
ხვიჩამ სეზონის დასაწყისში შინ განცდილი მარცხიც გაიხსენა:
„მახსოვს ის თამაში, მაშინ მათზე კარგად ვერ ვითამაშეთ, თან ტრავმებიც გვქონდა. თუმცა, მეორე ტაიმში ვაჩვენეთ, რომ ყველაფერი შეგვიძლია და მათი დამარცხებაც შეგვეძლო, უბრალოდ საკმარისი გოლები ვერ გავიტანეთ.“