სამშაბათის ნახევარფინალში ბაიერნს მთავარი მწვრთნელი სათადარიგო სკამზე არ ეყოლება. ვინსენტ კომპანიმ პრესკონფერენციაზე იხუმრა კიდეც თავის იძულებით „გადასახლებაზე“ სტადიონის ტრიბუნაზე.
„სადღაც სტადიონზე ვიჯდები. შესაძლოა, თქვენგან [ჟურნალისტებისგან] არც ისე შორს. პროცედურები ნათელია. ზუსტად ვიცი, როდის მაქვს რაღაცის გაკეთების უფლება და როგორ შემიძლია გუნდის მხარდაჭერა.
ყველა ნაწილში ჩართული ვერ ვიქნები, მაგრამ მთავარია, რომ ამას როგორც ერთი გუნდი, ისე გადავჭრით. ჩვენ ეს შეგვიძლია.“ - განაცხადა კომპანიმ.
მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მწვრთნელი უშუალოდ მოედნის კიდიდან ვერ გასცემს მითითებებს, გუნდს მისი ასისტენტები უხელმძღვანელებენ, რომლებთანაც კომპანის კავშირი წინასწარ გაწერილი სქემით ექნება.