პარკ დე პრენსზე მარცხის შემდეგ მიუნხენელთა მცველი ჯონათან ტა მსაჯის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა. გერმანელი მცველი მიიჩნევს, რომ არბიტრის რამდენიმე გადაწყვეტილება, მათ შორის პარიზელთა სასარგებლოდ დანიშნული ეპიზოდები, კითხვის ნიშნებს აჩენდა.
„მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ თამაშში იყო მომენტები, სადაც მსაჯის გადაწყვეტილებები, მათ შორის პენალტის ეპიზოდი და წვრილმანი ჯარიმები, საეჭვო იყო.
თუმცა, ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი ძალა. ეს მხოლოდ 1 ბურთიანი სხვაობაა. ჩვენ ვიცით, რომ შინ, მიუნხენში, მინიმუმ ორი ბურთით მოგება შეგვიძლია და ყველაფერს გავაკეთებთ ფინალში გასასვლელად,“ - განაცხადა ტამ.