დამარცხებულები მაგრამ არა გატეხილები - რას გვპირდება ნოიერი საპასუხო მატჩში?

დამარცხებულები მაგრამ არა გატეხილები - რას გვპირდება ნოიერი საპასუხო მატჩში?

მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა პარიზში გამართული გიჟური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ 5 გაშვებული გოლი ნებისმიერი მეკარისთვის მძიმე ასატანია, ლეგენდარული გოლკიპერი ოპტიმიზმს არ კარგავს და გუნდის მებრძოლ სულს უსვამს ხაზს.

„რა თქმა უნდა, 5 გოლის გაშვება ნებისმიერი დაცვისთვის და მეკარისთვის გამაღიზიანებელია. თქვენ თავად ნახეთ ეს გოლები — თითოეული მათგანის მოგერიება უკიდურესად რთული იყო. ორ ეპიზოდში ძალიან ახლოს ვიყავი ბურთთან, მაგრამ ვერ შევძელი შეხება.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ნამდვილი ხასიათი ვაჩვენეთ და თამაშში დავბრუნდით. 5:5-ის გახდომაც კი შეგვეძლო. ვიცით, რომ მომავალ კვირას შინ ვთამაშობთ და ყველაფერი ჩვენს ხელშია. ყველაფერი შესაძლებელია.“
- განაცხადა ნოიერმა.


29-04-2026, 12:45
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2