მატჩის დასრულებისთანავე, ვინსენტ კომპანი მოედანზე დიდხანს არ გაჩერებულა ის პირდაპირ გასახდელისკენ გაეშურა, რათა თავისი ფეხბურთელებისთვის მხარი დაეჭირა. მიუხედავად 5:4 მარცხისა, ბელგიელი სპეციალისტი პარიზში ნანახით კმაყოფილი დარჩა.
ახალგაზრდა ვარსკვლავმა, ალექსანდრ პავლოვიჩმა, ჟურნალისტებთან საუბრისას გაამხილა, თუ რა უთხრა მწვრთნელმა გუნდს დახურულ კარს მიღმა:
„მან გვითხრა, რომ ამაყობს ჩვენით — იმით, თუ როგორ დავბრუნდით თამაშში, რა მენტალიტეტი ვაჩვენეთ, როგორი ენერგია გვქონდა მოედანზე და როგორი მაღალი დონის ფეხბურთი ვითამაშეთ. კომპანიმ დასძინა, რომ ის უკვე მოუთმენლად ელის საპასუხო მატჩს მიუნხენში.“ - აღნიშნა პავლოვიჩმა.