გერმანიაში ბაიერნისა და პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირებამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. Prime Video-ს მონაცემებით, ხუთ მილიონზე მეტმა ოჯახმა ადევნა თვალი ამ შეხვედრას, რაც პლატფორმის ისტორიაში სპორტული ღონისძიების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საინტერესოა, რომ წინა რეკორდი 4.5 მილიონ ოჯახს შეადგენდა და მას ორჯერ მიაღწიეს: 2026 წლის 7 აპრილს, ბაიერნისა და რეალის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში და 2024 წელს დორტმუნდისა და პსჟ-ს დაპირისპირებაში.
ახლა კი, მიუნხენელებმა საკუთარი რეკორდიც გააუმჯობესეს და ახალი ისტორია დაწერეს.