მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სახელფასო მოთხოვნებთან დაკავშირებით მკაცრი მაგალითი დააწესოს. კლუბი უარს ამბობს დააკმაყოფილოს კონრად ლაიმერის ფინანსური მოთხოვნები, რომელიც წლიურად 12-15 მილიონ ევროს შეადგენს.
მიუნხენელები მზად არიან რადიკალური ნაბიჯებისთვის:
კლუბი მზად არის განიხილოს ავსტრიელი ნახევარმცველის გაყიდვა უკვე ამ ზაფხულს.
ალტერნატიულ ვარიანტად განიხილება მისი გუნდში დატოვება კონტრაქტის ამოწურვამდე (2027 წლამდე), რის შემდეგაც ის თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.
ხელმძღვანელობის სიმშვიდეს ისიც განაპირობებს, რომ ლაიმერი გუნდს თავის დროზე უფასოდ შეუერთდა.
ეს გადაწყვეტილება ნათელი სიგნალია ყველა ფეხბურთელისთვის, რომ ბაიერნი გადაჭარბებული ხელფასების გადახდას აღარ აპირებს.