მიუნხენის ბაიერნის ბანაკში პსჟ-სთან საპასუხო შეხვედრის წინ საბრძოლო განწყობაა. გუნდის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ საკუთარ მოედანზე ფინალის საგზურის მოპოვებას შეძლებენ.
„ხედავთ, თუ როგორ არის ყველა მიმართული ოთხშაბათისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით ამ თამაშს და გვინდა, რომ ფინალში გავიდეთ“. - განაცხადა ლეონ გორეცკამ.
გულშემატკივრების ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება იონას ურბიგმაც, რომლის იმედიც ალიანც არენაზე დატრიალებული ატმოსფეროა.
„ჩვენ უკვე ვნახეთ რეალ მადრიდის წინააღმდეგ, თუ როგორ აწვებოდნენ ფანები გუნდს პირველიდან ბოლო წუთამდე. დარწმუნებული ვარ, რომ ოთხშაბათს ალიანც არენა ცეცხლში იქნება.“ - აღნიშნა ურბიგმა