მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, მაქს ებერლმა, კონრად ლაიმერთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა და დაადასტურა, რომ მხარეები ამ ეტაპზე შეთანხმებისგან შორს არიან. ებერლის თქმით, კლუბსა და ფეხბურთელს შორის განსხვავებული ხედვები არსებობს, თუმცა სიტუაცია მშვიდია.
„მიმდინარეობს დისკუსიები და არსებობს იდეები - ამ წუთას შეთანხმებულები არ ვართ. თუმცა ეს ნორმალურია, არანაირი წყენა არ არსებობს, უბრალოდ ორი განსხვავებული თვალსაზრისია. უნდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა საერთო ენის გამონახვას.“ - განაცხადა ებერლმა.
განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ებერლის პასუხი კითხვაზე, ხომ არ აშინებს კლუბს ლაიმერის 2027 წელს უფასოდ დაკარგვის პერსპექტივა. სპორტულმა დირექტორმა საკმაოდ ცივი პოზიცია დაიკავა: „ის აქ უფასოდ მოვიდა, ასე რომ, ბევრს არაფერს დავკარგავთ“.