ბაიერნის ტრიო და კვარაცხელია - ცნობილია ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი

ბაიერნის ტრიო და კვარაცხელია - ცნობილია ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი

გავლენიანმა გამოცემა Goal-მა ოქროს ბურთის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა - ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ათეულში სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს და მე-9 პოზიციას იკავებს.


მიუხედავად ხვიჩას წარმატებისა, რეიტინგში აბსოლუტური დომინაცია მიუნხენის ბაიერნს აქვს. რეკორდმაისტერის შემტევი მანქანა ოქროს ბურთის მთავარი პრეტენდენტებითაა დაკომპლექტებული - სიას სათავეში ჰარი კეინი უდგას, ხოლო მეორე პოზიციაზე მაიკლ ოლისეა. ათეულში ასევე მეოთხე ადგილს იკავებს ლუის დიასი, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესო ხუთეულში ბაიერნის ერთბაშად სამი ფეხბურთელია.


ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩები ამ რეიტინგში კიდევ უფრო დიდ ცვლილებებს შეიტანს. კვარაცხელიასა და ბაიერნის ვარსკვლავების დაპირისპირება არა მხოლოდ გუნდური წარმატებისთვის, არამედ ამ უმნიშვნელოვანესი ინდივიდუალური ჯილდოსთვის ბრძოლაშიც გადამწყვეტი შეიძლება იყოს.


1. ჰარი კეინი (ბაიერნი)

2. მაიკლ ოლისე (ბაიერნი)

3. ლამინ იამალი (ბარსელონა)

4. ლუის დიასი (ბაიერნი)

5. ერლინგ ჰოლანდი (სიტი)

6. კილიან მბაპე (რეალი)

7. უსმან დემბელე (პსჟ)

8. დეკლან რაისი (არსენალი)

9. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)

10. ხულიან ალვარესი (ატლეტიკო)


3-05-2026, 00:30
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2