ბუდუ ზივზივაძემ ბაიერნის წინააღმდეგ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა და მიუნხენელთა კარში ორი გოლი გაიტანა. მატჩის შემდეგ ქართველმა თავდამსხმელმა ჟურნალისტებთან საუბრისას გაამჟღავნა, რომ ამ წარმატებაში წვლილი ხვიჩა კვარაცხელიასაც მიუძღვის.
ზივზივაძის თქმით, მას და ხვიჩას კომუნიკაცია ჰქონდათ, რა დროსაც კვარამ მას გარკვეული საფეხბურთო ხრიკები გაუზიარა. ბუდუმ აღნიშნა, რომ სწორედ მეგობრის რჩევა დაეხმარა მეორე გოლის გატანაში, როდესაც საჯარიმოში შეიჭრა და ბურთი შორეულ კუთხეში გაიტანა.
„ბავშვობაში ყოველთვის ასეთ დიდ გუნდებთან თამაშზე ვოცნებობდი. ბაიერნის კარში 2 გოლის გატანა დაუჯერებელია. მთელი ჩემი ოჯახი სტადიონზეა და საღამოს მათთან ერთად აღვნიშნავ." - განაცხადა ბუდუმ.
ქართველი ფორვარდისთვის ეს დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან ოცნების ახდენასთან ერთად, მან უმაღლესი კლასი აჩვენა ევროპული ფეხბურთის გრანდის წინააღმდეგ.