მიუნხენის ბაიერნის ლიდერმა, იოზუა კიმიხმა, პარი სენ-ჟერმენთან საპასუხო შეხვედრის წინ დაადასტურა, რომ გუნდი საკუთარ სტილზე უარის თქმას არ აპირებს.
მიუხედავად ბოლო მატჩებში გაშვებული ბევრი გოლისა, გერმანელი ნახევარმცველი მიიჩნევს, რომ ახლა რადიკალური ცვლილებების დრო არ არის.
"ჩვენ არ ვაპირებთ სათამაშო სტილის შეცვლას სამ დღეში, არ ვაპირებთ უბრალოდ უკან დაჯდომას და თავდაცვას. ჩვენ უნდა მოვიგოთ, მიუხედავად იმისა, ეს იქნება კიდევ ერთი 5:4, 3:2 თუ 1:0.
რა თქმა უნდა, გრძელვადიან პერსპექტივაში ზოგიერთ დეტალს შევცვლით და სიტუაციას გავაანალიზებთ. ეს საკითხი უკვე განვიხილეთ." - განაცხადა კიმიხმა.