ოთხშაბათს გასამართი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ, პარიზულმა კლუბმა მიუნხენის სასტუმრო Infinity Hotel-ში დაბინავება მოითხოვა. სწორედ ამ სასტუმროში იმყოფებოდნენ პარიზელები გასულ წელს, როდესაც ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.
თუმცა, აღმოჩნდა ერთი პრობლემა: Infinity Hotel არის ადგილი, სადაც ბაიერნი ტრადიციულად რჩება საშინაო მატჩების წინ. სასტუმრო ალიანც არენიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში მდებარეობს, რაც სტადიონამდე მგზავრობას კომფორტულს ხდის. მიუნხენური გრანდისთვის წარმოუდგენელი იყო ამ უპირატესობის მეტოქისთვის დათმობა.
ვენსან კომპანიმ და კრისტოფ ფროინდმა მკაფიო პოზიცია დააფიქსირეს: „ეს ჩვენი ქალაქია. ჩვენ Infinity-ში ვრჩებით. ჩვენს სახლს არავის დავუთმობთ, ეს ჩვენი საშინაო თამაში და ჩვენი ქალაქია“.
საბოლოოდ, პარიზელებს გეგმების შეცვლა მოუწიათ და ისინი სასტუმრო Andaz-ში დაბინავდებიან, რომელიც ასევე მოხერხებულ ადგილას მდებარეობს.