მიუნხენის ბაიერნი 16 წლის თორნიკე კვარაცხელიას გაფორმებით არის დაინტერესებული. ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმა, რომელიც პოზიციით მარცხენა გარემარბია, უკვე მიუნხენში იმყოფება.
თორნიკე კვარაცხელია ბაიერნის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს და კლუბის ინფრასტრუქტურას გაეცნობა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი გასულ შაბათს თბილისის დინამოს პირველ გუნდში სადებიუტო განაცხადში პირველად მოხვდა.
მიუხედავად ბაიერნის აქტიურობისა, ქართველი ტალანტის მიმართ ინტერესს სხვა ევროპული კლუბებიც იჩენენ.