ლაიმერი: "როდიდან ერევა მეოთხე მსაჯი თამაშში? მსგავსი რამ არასდროს გამომიცდია"

ლაიმერი: "როდიდან ერევა მეოთხე მსაჯი თამაშში? მსგავსი რამ არასდროს გამომიცდია"

მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველი, კონრად ლაიმერი, პსჟ-სთან მატჩის შემდეგ მსაჯების მუშაობით გაოცებული დარჩა. საუბარია ეპიზოდზე, როდესაც ნუნუ მენდეშის ხელით თამაშამდე, არბიტრმა ხელით თამაში ლაიმერს დააბრალა.


„თამაშის დროს ამას ვერ გრძნობ. მეგონა, რომ ბურთს მუცლით შევეხე, შემდეგ კი მენდეშმა ითამაშა ხელით. მსაჯმა ჩემს წინააღმდეგ ხელით თამაშზე სასტვენი ხუთი წამის შემდეგ მისცა. ეს ძალიან უცნაურია. დღეს ბევრი რამ შეიძლებოდა უკეთესად წასულიყო, მათ შორის ჟოაუ ნევეშის ხელით თამაშის ეპიზოდიც“, — აღნიშნა ლაიმერმა.


როდესაც ფეხბურთელს უთხრეს, რომ მის წინააღმდეგ ხელით თამაში მეოთხე მსაჯმა დააფიქსირა, ლაიმერმა გაკვირვება ვერ დამალა: „როდიდან ერევა მეოთხე მსაჯი თამაშში? მსგავსი რამ არასდროს გამომიცდია. თუმცა, ეს ჩემი საქმე არაა და ახლა მაინც ვერაფერს შევცვლი. ის ეპიზოდი გადამწყვეტი იქნებოდა, პსჟ-ს ფეხბურთელი ასე ადრე რომ დაეკარგა“.


ლაიმერმა მარცხზეც ისაუბრა: „ასეთ მატჩებში ყველაფერს დეტალები წყვეტს. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ სიტუაციის შემობრუნება შეგვეძლო, მაგრამ დღეს ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ეს ნამდვილად მძიმეა“.


7-05-2026, 02:03
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2