მატჩის დასრულების შემდეგ, პარიზული კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, მიუნხენის ბაიერნის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ დაპირისპირება ორივე გუნდისთვის თანაბარი შანსებით წარიმართა.
„ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ ბაიერნს - ეს არის კლუბი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიით. ბაიერნმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა, რომლის ბედიც ნებისმიერ მხარეს შეიძლებოდა გადახრილიყო.
მაგრამ ეს ფეხბურთია. ჩვენ ვამაყობთ ამ გამარჯვებით, ბაიერნს კი საუკეთესოს ვუსურვებთ მიმდინარე და მომავალ სეზონში“ - განაცხადა პრეზიდენტმა.