ლეგენდარულმა მწვრთნელმა და ფეხბურთის ექსპერტმა, არსენ ვენგერმა, ბაიერნი - პსჟ-ს მატჩის ყველაზე სკანდალური ეპიზოდი შეაფასა. მისი თქმით, მსაჯის გადაწყვეტილება, რომ თერთმეტმეტრიანი არ დაენიშნა, მცდარი იყო.
"ჩემთვის ეს პენალტია, რადგან ხელი ზედმეტად მაღლა იყო აწეული. წესებში არსად წერია, რომ თანაგუნდელისგან ასხლეტილი ბურთი პენალტის დანიშვნას გამორიცხავს.
ასე რომ, ჩემი აზრით, ბაიერნს თერთმეტმეტრიანი უნდა დაერტყა." - განაცხადა ვენგერმა Beinsport-ის ეთერში.