"რეალთან გაუვიდათ, აქ - ვერა!" - პსჟ-ს მაღალჩინოსნების დამცინავი პასუხი ბაიერნს

"რეალთან გაუვიდათ, აქ - ვერა!" - პსჟ-ს მაღალჩინოსნების დამცინავი პასუხი ბაიერნს

პარი სენ-ჟერმენის ხელმძღვანელობა გაოცებულია მიუნხენის ბაიერნის პრეტენზიებით, რომელიც მატჩის არბიტრის, ჟოაუ პინეიროს მისამართით ისმის. პარიზულ კლუბში მიიჩნევენ, რომ გერმანელები მსაჯობაზე აპელირებით საკუთარი მარცხის გადაფარვას ცდილობენ.


კლუბის მაღალი რანგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბაიერნმა ანალოგიური მეთოდი რეალთან გამოიყენა: „მადრიდის რეალის წინააღმდეგ მათ მოახერხეს კამავინგას გაძევება მსაჯზე წარმოუდგენელი ზეწოლის ხარჯზე. ამჯერად კი მსგავსი რამ არ გამოუვიდათ“.


პარიზში ასევე დარწმუნებულები არიან, რომ თამაშის ხარისხით ისინი მეტოქეს ბევრად აღემატებოდნენ. კლუბში მიიჩნევენ, რომ არა მანუელ ნოიერის ფანტასტიკური სეივები, საპასუხო შეხვედრა მიუნხენელთათვის შესაძლოა სამარცხვინო ანგარიშით მარცხად ქცეულიყო. პსჟ-ს ბანაკში თვლიან, რომ გამარჯვება სრულიად დამსახურებული იყო და ბაიერნის უკმაყოფილებას საფუძველი არ გააჩნია.


8-05-2026, 15:26
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0