საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთთან მარცხის შემდეგ, მაიკლ ოლისეს მიმართ გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა. დეშამმა ახალგაზრდა შემტევი ღიად დაიცვა და მაგალითად მიუნხენის ბაიერნის კიდევ ერთი ფეხბურთელი, დაიოტ უპამეკანო მოიყვანა.
„ვფიქრობ, ზედმეტად მკაცრები ხართ. ის ესპანეთთან საუკეთესო ფორმაში არ იყო, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა მოთამაშე. მას განვითარებისთვის დიდი სივრცე აქვს და რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი გახდება. ასეთ დიდ მატჩებზე, როგორიც მუნდიალის ნახევარფინალია, ემოციური ფაქტორიც მოქმედებს.
თუმცა, თუ არსებობს ერთი ფეხბურთელი, რომელმაც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ნამდვილი გარღვევა მოახდინა, ეს სწორედ ის არის. ამასთან ერთად, ის შესანიშნავი პიროვნებაა და კიდევ უფრო დიდ მწვერვალებს მიაღწევს. ზოგჯერ თამაში უბრალოდ არ მიგდის, თან მეტოქესაც უნდა მიაგო პატივი. მაგალითად დაიოტ უპამეკანოს მოვიყვან - ახლა ის ნამდვილი მონსტრია, თუმცა ამ დონემდე მისასვლელად მასაც დრო დასჭირდა“ - განაცხადა დეშამმა.