მიუნხენის ბაიერნი და კონრად ლაიმერი ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. ავსტრიელი ნახევარმცველის მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი, თუმცა კლუბს მისი კიდევ უფრო დიდხანს შენარჩუნება სურს. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ლაიმერის მხრიდან ზედმეტად მაღალი სახელფასო მოთხოვნების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
ამჟამად ლაიმერი წელიწადში დაახლოებით 9 მილიონ ევროს გამომუშავებს. ახალი შეთანხმების მიხედვით, მისი ანაზღაურება შესაძლოა 12 მილიონ ევრომდე გაიზარდოს. კლუბში ავსტრიელის შრომისმოყვარეობითა და მრავალმხრივი ნიჭით კმაყოფილები არიან, თავად ფეხბურთელი კი მიუნხენში თავს ბედნიერად გრძნობს, რაც მოლაპარაკებების პროცესს საგრძნობლად აჩქარებს.