მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა მეკარემ და ყოფილმა ხელმძღვანელმა, ოლივერ კანმა, გუნდის ნახევარდაცვის ხაზი გააკრიტიკა. მისი აზრით, ამჟამინდელი ფეხბურთელები სტილისტურად ზედმეტად ჰგვანან ერთმანეთს, რაც გუნდს კრეატიულობასა და მოულოდნელობის ეფექტს უკარგავს. კანმა მაგალითად ტიაგო ალკანტარა მოიყვანა და განაცხადა, რომ სწორედ ასეთი პროფილის მოთამაშეა ის ფაქტორი, რომელიც დღევანდელ ბაიერნს ჰაერივით სჭირდება.
„ჩემი აზრით, ტიაგო ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რადგან ის სხვებისგან სრულიად განსხვავდებოდა. მისი განსაკუთრებული ტექნიკა, მეტოქის მოტყუების უნარი და გამორჩეული პასები გუნდს სხვა დონეზე წევდა. ამ ტიპის მოთამაშე ამჟამად შემადგენლობაში არ გვყავს. დარწმუნებული ვარ, კლუბის ხელმძღვანელობა სწორედ ამაზე ფიქრობს და მომავალში შეეცდებიან, ნახევარდაცვაში ასეთი ტექნიკური ფეხბურთელი კვლავ დააბრუნონ.“ - აღნიშნა კანმა.
მისი თქმით, ტაქტიკური მრავალფეროვნებისთვის აუცილებელია, რომ მოედანზე სხვადასხვა უნარების მქონე მოთამაშეები იყვნენ.