რატომ გააგდო ჰიონესმა ალაბა და კროოსი? ბაიერნის ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუ

რატომ გააგდო ჰიონესმა ალაბა და კროოსი? ბაიერნის ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუ

ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, ბუნდესლიგაში მიუნხენელთა დომინაციასა და კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. ჰიონესის თქმით, ის ფაქტი, რომ ბაიერნმა ბოლო 14 სეზონიდან 13-ჯერ მოიგო ტიტული, ლიგისთვის პრობლემაა, თუმცა თავად კლუბისთვის — მხოლოდ წარმატება.


მან გააკრიტიკა სხვა გუნდების ბიზნესმოდელი, რომელიც ფეხბურთელების მომგებიან გაყიდვაზეა ორიენტირებული. „ჩვენ ფეხბურთელს ბაიერნისთვის ვყიდულობთ. არ მინდა, კონტრაქტის გაფორმებისთანავე იმაზე ვფიქრობდეთ, სად გავყიდით მას მომავალში. ვინც ასე მუშაობს, გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებული ვერ იქნება“, — განაცხადა ჰიონესმა.


ჰიონესმა ასევე გაიხსენა ის შემთხვევები, როდესაც კლუბმა ვარსკვლავურ მოთამაშეებს დათმობაზე არ წასვლის გამო წასვლის უფლება მისცა. მან ტონი კროოსთან და დავიდ ალაბასთან მოლაპარაკებები გაიხსენა: „ტონის ვუთხარი: ჩვენთან 10 მილიონს გამოიმუშავებ, მაგრამ თუ 10 მილიონს და ერთ ევროს მოითხოვ, მოგიწევს წახვიდე. მან წასვლა არჩია. იგივე მოხდა ალაბასთანაც — მას ჩვენი პირობები შევთავაზეთ, უარის შემთხვევაში კი ვუთხარით, რომ უნდა წასულიყო. ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგჯერ არას თქმა შეგეძლოს“, — აღნიშნა ლეგენდარულმა მმართველმა. მისი თქმით, სწორედ ეს პრინციპულობა განაპირობებს ბაიერნის ფინანსურ და სპორტულ სტაბილურობას.


9-05-2026, 22:54
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0