“ეს ყველაზე დიდი მტერია” - კომპანი დეივისის მძიმე მენტალურ მდგომარეობაზე

“ეს ყველაზე დიდი მტერია” - კომპანი დეივისის მძიმე მენტალურ მდგომარეობაზე

ვოლფსბურგთან გამარჯვების შემდეგ მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, ალფონსო დეივისის მდგომარეობაზე კომენტარი გააკეთა. ბელგიელი სპეციალისტის თქმით, კანადელი მცველის ფიზიკური კონდიციები პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა ხშირი და მცირე ტრავმები ფეხბურთელის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს.

„ფიზიკურად მასზე არ ვდარდობ, ის აუცილებლად დაბრუნდება. თუმცა მენტალურად ეს უკიდურესად რთულია — მცირე ტრავმები, რომლებიც მუდმივად მეორდება, ფეხბურთელს თრგუნავს. ახლა მთავარია, მან შიში დაძლიოს. შიში ამ სიტუაციაში ყველაზე დიდი მტერია. მე მას თვალებში ვუყურებ და ვეუბნები, რომ გზა უნდა გააგრძელოს“, — განაცხადა კომპანიმ.

მწვრთნელმა ასევე აღნიშნა, რომ კლუბი ყველაფერს აკეთებს დეივისის მხარდასაჭერად, რათა მან მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება შეძლოს.


10-05-2026, 00:14
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0