"შეცდომა დაუშვა.." - ბიშოფმა გუნდი გააკრიტიკა, კომპანიმ კი ბიშოფი!

"შეცდომა დაუშვა.." - ბიშოფმა გუნდი გააკრიტიკა, კომპანიმ კი ბიშოფი!

მიუნხენელთა 20 წლის ნახევარმცველმა, ტომ ბიშოფმა, გუნდის ბოლოდროინდელი პრობლემები საჯაროდ გააკრიტიკა. მისი თქმით, ბაიერნმა საბაზისო პრინციპები დაკარგა: „ბურთის დაკარგვის შემდეგ კონტრპრესინგს აღარ ვაკეთებთ. სწორედ ამიტომ გვიწევს ბევრი სირბილი და ამდენ გოლსაც ამიტომ ვუშვებთ.“ - განაცხადა ბიშოფმა.


ვენსან კომპანიმ ფეხბურთელის ეს კრიტიკა არ მიიღო და აღნიშნა, რომ პრობლემა არა პრესინგში, არამედ მოთმინების ნაკლებობაშია. „არა, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები. ამ ინტერვიუში ახალგაზრდა მოთამაშემ შეცდომა დაუშვა. პრობლემა კონტრპრესინგის სურვილი კი არა, ზედმეტი სიჩქარეა — არ შეიძლება სულ იმის მცდელობა, რომ პირველ 15 წუთში 3-4 გოლი გაიტანო. ბიშოფს აუცილებლად დაველაპარაკები. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელიწადში ის თავად იტყვის იგივეს.“ - განაცხადა კომპანიმ.


10-05-2026, 12:40
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0