ბოლო კვირების მძიმე და ინტენსიური გრაფიკის შემდეგ, მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, ვენსან კომპანიმ, გუნდს სამდღიანი დასვენების უფლება მისცა. ფეხბურთელები საწვრთნელ პროცესს ოთხშაბათიდან დაუბრუნდებიან, რათა ბუნდესლიგის ბოლო ტურისთვის დაიწყონ მზადება.
კრისტოფ ფროინდის განცხადებით, ეს შესვენება გუნდისთვის აუცილებელი იყო: „გასული კვირები ფიზიკურად და მენტალურად ძალიან დაძაბული გამოდგა, რასაც მუდმივი ფრენებიც დაემატა. ახლა ცოტას დავისვენებთ, შემდეგ კი სრული კონცენტრაციით მოვემზადებით სეზონის ბოლო საშინაო მატჩისთვის, რომლის მოგებაც ძალიან გვინდა.
ამის შემდეგ კი მთელი ყურადღება ბერლინზე (გერმანიის თასის ფინალზე) იქნება გადატანილი.“ - აღნიშნა სპორტულმა დირექტორმა.