მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 24-ე ტურის თამაშს, სტუმრად მიუნხენგლადბახის "ბორუსიას", წინააღმდეგ სერიოზული დანაკლისით ხვდება.
"რეკორდმაისტერის" ბოლო ორი ვარჯიში გუნდის ერთბაშად ოთხმა წამყვანმა მოთამაშემ გამოტოვა: მანუელ ნოიერმა, დავიდ ალაბა, ლეონ გორეცკამ და ფრანკ რიბერიმ.
გორეცკასა და ალაბას კუნთის პრობლემები აქვთ, ნოიერს მაღალი ტემპერატურა აწუხებს, ხოლო რიბერის - კუჭის პრობლემები.
"ბაიერნისა" და "მ.ბორუსიას" დაპირისპირება შაბათს, ჩვენი დროით 21:30 საათზე, გაიმართება.