მიუნხენის ბაიერნი აქტიურად ეძებს უნივერსალურ შემტევს, რომელიც თავდასხმის რამდენიმე პოზიციას დაფარავს. კლუბის მთავარი სამიზნე ენტონი გორდონი იყო, თუმცა ნიუკასლის მიერ მოთხოვნილი თანხა - დაახლოებით 80 მილიონი ფუნტი გერმანული გრანდისთვის ამ ეტაპზე მიუღებელია.
ამ ფონზე, ბაიერნმა ალტერნატივად შარლ დე კეტელარე შეარჩია. ბელგიელი ფეხბურთელი გორდონის მსგავსად მრავალმხრივი მოთამაშეა და მნიშვნელოვნად იაფი დაჯდება.
აღსანიშნავია, რომ გერმანულ გამოცემა kicker-ის კითხვაზე, არის თუ არა კლუბი დე კეტელარეთი დაინტერესებული, მიუნხენში ეს ინფორმაცია არ უარყვეს. ბელგიელი შემტევი, რომელმაც ატალანტაში საკუთარი თავი ხელახლა იპოვა, ვენსან კომპანისთვის კარგად ნაცნობი ვარიანტია.