მანუელ ნოიერი მსოფლიო ჩემპიონატზე? ნაგელსმანის საიდუმლო სია FIFA-სთვის

მანუელ ნოიერი მსოფლიო ჩემპიონატზე? ნაგელსმანის საიდუმლო სია FIFA-სთვის

იულიან ნაგელსმანის გადაწყვეტილება მანუელ ნოიერის ნაკრებში შესაძლო დაბრუნებაზე გერმანიის ფეხბურთის კავშირში ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და საკამათო თემაა. მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელი საჯაროდ ამ საკითხს ფრთხილად ეკიდება, შიდა სამზარეულოში დისკუსიები იმაზე ბევრად ინტენსიურია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამ სიტუაციის შესახებ ინფორმირებულია მიუნხენის ბაიერნიც.

ორშაბათს ფედერაციამ FIFA-ს 55-კაციანი წინასწარი სია წარუდგინა, რომელიც საჯარო არ არის, თუმცა თითქმის დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მასში ნოიერის გვარი ფიგურირებს ისეთ მეკარეებთან ერთად, როგორებიც არიან ბაუმანი, ნიუბელი, დამენი და ურბიგი. აღსანიშნავია, რომ ნაგელსმანსა და ნოიერს შორის ძველი კონფლიქტი (რომელიც 2023 წელს ტონი ტაპალოვიჩის გაშვებას მოჰყვა) ამოწურულია და მათ კარგი ურთიერთობა აქვთ. საბოლოო პასუხს 21 მაისს გავიგებთ, როდესაც ნაგელსმანი მუნდიალის ოფიციალურ განაცხადს დაასახელებს.


13-05-2026, 00:20
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2